“ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო,” “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს. ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ ბრიფინგზე გააკეთა.
“პარტია ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, გირჩი-მეტი თავისუფლებამ და დროამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს პარასკევს, 3 საათზე თბილისში 3 განსხვავებულ გეორგაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია – გელოდებით მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი, მეტრო ვაგზლის მოედანთან, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია ლელო და არა მხოლოდ, მე-3 ლოკაცია იგივე საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტია, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში. მსვლელობას სათავეში ჩაუდგება გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა.” – განაცხადა მელიამ.