“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველისთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც უნდა დაიხსნას.
“ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ სადღაც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას, ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ, ბუნებრივია, სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს.” – თქვა კობახიძემ.