უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს დასკვნა უნდა მოემზადებინა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ რეაბილიტაციის პერიოდზე. ასევე, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტთა ჯგუფს სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისთვის უნდა მოეწოდებინა.
“ამ ჯგუფსაც რომ მოეწოდებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, კარგი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ იმაზე შიმშილობის პერიოდში როგორ იმართოს. ექიმებისგანაც კარგი იქნებოდა მოწოდება, მაგრამ სახალხო დამცველისგანაც, მათ შორის. მით უმეტეს, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც შიმშილობს პარლამენტში, მისი მდგომარეობა ნამდვილად რთულია და ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც შიმშილობს ელენ ხოშტარია, არის მიხეილ სააკაშვილი”, – აცხადებს პაპუაშვილი.