საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს.
შეკრებილები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ.
პოლიციის განცხადებით, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.