„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართვას აპირებს. როგორც ანა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ პარტიას, კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.