მედია-პლატფორმა „ვებგაზეთი“, რომელიც ცალსახად მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს და ებრძვის რუსულ პროპაგანდას, უარს აცხადებს პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის – “ალტ ინფოს”, რომელმაც დღეს უკვე პარტია შექმნა, ნებისმიერი აქტივობის გაშუქებაზე.
როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მიგვაჩნია, რომ მედიის ვალდებულებაა ხელი არ შეუწყოს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. “ვებგაზეთი” გააგრძელებს სანდო, მიუკერძოებელი, საინტერესო და აქტუალური ინფორმაციების მიწოდებას საზოგადოებისთვის.