კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მასში სევდანარევ ღიმილს იწვევს, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილ 6 წელს ზედმეტად ხანგძლივ და არაჰუმანურ სასჯელად განიხილავენ.
მინისტრის თქმით, უფრო ნაკლები დანაშაულისთვის უამრავი ადამიანი უფრო ხანგძლივად ჰყავდა “გამოკეტილი ციხეებში” პირადად მიხეილ სააკაშვილს.
“იუსტიციის სამინისტროსა და მთლიანად, მთავრობის ინიციატივით, შევიტანეთ ცვლილება კანონმდებლობაში და გაუქმდა ე.წ. და ყველასათვის სამწუხაროდ ცნობილი შეკრებითობის პრინციპი. დღეს, როდესაც ამის ფონზე გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი 6 წლიანი სისხლის სამართლებრივი სასჯელი არის, თითქოს, ზედმეტად ხანგრძლივი თუ არაჰუმანური, ეს იწვევს სევდანარევ ღიმილს, რადგან ამაზე ნაკლები დანაშაულის ჩამდენი ახალგაზრდა, პირტიტველა ბიჭები, მათ შორის არასრულწლოვნები, უფრო გრძელი სასჯელებით პირადად მას ჰყავდა გამოკეტილი ციხეებში,”-აცხადებს წულუკიანი “რუსთავი 2”-თან.