ცნობილმა პაროლების მენეჯერის შემქმნელმა NordPass გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პაროლების შესახებ, რომლებსაც მომხმარებლები საკუთარი მონაცემების დასაცავად იყენებენ.
ანგარიშს მიხედვით, ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი კვლავ უმარტივეს პაროლებს, საკუთარ სახელებს, სპორტული გუნდების სახელწოდებებსა და ავტომობილების მოდელებს იყენებს. სპეციალისტების თქმით, ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანები სუსტი პაროლის გამოყენებასთან დაკავშირებულ მზარდ რისკებს ვერ აცნობიერებენ.
NordPass-ის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლია „123456“. მას 103 170 552 მომხმარებელი იყენებს. მეორე ადგილზეა პაროლი „123456789“, მესამეზე კი „12345“. ლიდერთა ათეულში შესული პაროლების გასატეხად 1 წამიც საკმარისია.