23.11.2024

ჯანმო – წინ რთული ზამთარი გველის, ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის ძლიერ მარწუხებში იმყოფება

ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმო-ს შეფასებით, ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის „ძლიერ მარწუხებში“ იმყოფება. დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია.

რეგიონის 53 ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2.2 მილიონს მიაღწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებისთვის და ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭიროა „ვაქცინაცია პლიუს“ მიდგომა.

„იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, წინ რთული ზამთარია, თუმცა პანდემიის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ზომების მიღება შესაძლებელია.

„დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. რადგან ყველა ჩვენგანს – მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს, ინდივიდუალურ პირებს – შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“, – აღნიშნა კლუგემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img