22.11.2024

26 ნოემბერს პუტინი ალიევი და ფაშინიანი სოჭში შეხვედრას გამართავენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 26 ნოემბერს სოჭში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას  „ეხო კავკაზა“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამმხრივი მოლაპარაკების და შეხვედრის ინიციატორი ვლადიმერ პუტინია. შეხვედრა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ერთი წლის თარიღთან არის დაკავშირებული.

„შეხვედრაზე დაგეგმილია 2020 წლის 9 ნოემბერს და 2021 წლის 11 იანვარს მიღწეული შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის განხილვა, ასევე დაიგეგმება რეგიონში მშვიდობიანი ცხოვრების და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომდევნო ნაბიჯები.  განსაკუთრებული ყურადღება  სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე გამახვილდება“, – წერია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, პუტინი ალიევთან და ფაშინიანთან ცალ-ცალკე შეხვედრებსაც გამართავს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img