შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა, რასაც მივესალმები, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გალერი მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, საერთო ენა გამონახონ.
„ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ მისთვის არასდროს შეგვითავაზებია შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს, გამონახონ საერთო ენა. ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ყველა ჩაერთოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში. ევროკავშირთან ასოცირების და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი,“- განაცხადა მაიკლ გალერიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.