25.11.2024

წყნეთი-ბაგების გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა შეიზღუდება

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.

შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img