26.11.2024

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია – საკრებულოს შენობასთან ხმაურია

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 117 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით. ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს

დილიდან, საკრებულოში და მის გარეთ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს, ადგილზე შეკრებილია ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე სხდომა შეწყდა. მიზეზი გაურკვეველი ნივთიერება გახლდათ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ძირს დაასხა, რის შემდეგაც დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. ის პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

სხდომა მოგვიანებით განახლდა და ბიუჯეტის პროექტიც დამტკიცდა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img