26.11.2024

საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდშიც დაამტკიცა

ზუგდიდში საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სიტუაცია საკრებულოს შენობასა და მის გარეთ რამდენიმეჯერ დაიძაბა, უფრო მეტიც პოლიციამ ორი მოქალაქე გადაიყვანა.

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, დამტკიცებული ბიუჯეტით მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები “გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან”.

“ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურადაა ფინანსურად უზრუნველყოფილი, ჩვენი შესაძლებლობებიდან გაგმონდარე. საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები და ესაა მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა იყოს კონკურენტუნარიანი საჯარო სექტორი. 

პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერებიც. [მერის და მერის მოადგილეებისთვის ხელფასი] გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან”. – თქვა წოწერიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა, ბიუჯეტის დამტკიცების ვადების შესახებ და აღნიშნა, რომ პროცედურა კანონის დაცვით წარიმართა.

“ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწროპოლიტიკური ინტერესი აქვს.

დღეს, მოქმედმა საკრებულომა დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ქალაქის და მისი განვითარების მთავარი ფინანსური დოკუმენტია. ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

დიახ! – ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან.” – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img