თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, რისი წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, საყურადღებოა, რომ ჯანმოს ასეთი სწრაფი რეაგირება ჯერ კორონავირუსის არცერთი შტამის აღმოჩენაზე არ ჰქონია.
„ჯანმომ ამ შტამს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა, რომელიც არის „შეშფოთების“ ვარიანტი და ასევე მოულოდნელად მისცა ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი “ომოკრონი”. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმოს არცერთ შტამზე არ მოუხდენია.
ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის ითვლება, რომ ამ შტამს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ “ომოკრონი” უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, რისი წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.