ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი შეზღუდვა “ომიკრონის” შტამის გავრცელებას უკავშირდება და მას ორკვირიანი ვადა აქვს.
დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკვე ისრაელის მთავრობამაც გააკეთა განცხადება ქვეყანაში 7 ინფიცირებულის შესახებ. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამი მათგანი ქვეყნიდან არ გასულა.
ბელგიამ ომიკრონის პირელი შემთხვევა დაადასტურა. “ომიკრონის” შემთხვევები დადასტურდა გერმანიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში.