24.11.2024

სად შეგვიძლია გამოვიყენოთ “მწვანე პასპორტი”? საოპერაციო ინსტრუქცია დეტალურად

1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს:

სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

მწვანე სტატუსის ქონა სავალდებულო არ არის 18 წლამდე პირთათვის.

ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

🔹სრულად ვაქცინირებული (ან)

🔹72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)

🔹24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)

🔹კოვიდგადატანილი პირი.

თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

🔹ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

🔹PSR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ

🔹კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

რა არის მწვანე პასპორტი?

🔹„CovidPass Georgia” – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

🔹moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

🔹საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)

🔹ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით

🔹 EU Digital COVID Certificate-ის სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;

🔹საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate-ის სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს, როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia-ს აპლიკაციაში ან moh.gov.ge-ს საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე)

როგორ შეიძლება მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

🔹„Covidpass Georgia” აპლიკაციის QR წამკითხველით ან

🔹moh.gov.ge QR წამკითხველით

წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

🔹საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს

🔹უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს

🔹აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს

🔹რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

საიტი covidpass.moh.gov.ge და „Covidpass Georgia” აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1-ლი დეკემბრიდან

ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?

🔹ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე

მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპეცის სამსახური – შერჩევის პრინციპით. ობიექტზე მწვანე სტატუსის არმქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში ,სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა).

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი;

1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი;

1522 – ვაქცინაცცის ცხელი ხაზი;

0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი

ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img