ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მემარჯვენე ცენტრისტი, ოპოზიციის ლიდერი პიოტრ ფიალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. დანიშვნის ცერემონია მთავრობის სასახლეში კოვიდ რეგულაციების განსაკუთრებული დაცვით ჩატარდა, რადგან თავად პრეზიდენტი მილოშ ზემანი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ BBC წერს.
ჩეხეთში მოქმედი რეგულაციების მიხედვით კი კოვიდინფიცირებულები ვალდებულები არიან ორკვირიანი იზოლაცია დაიცვან. ზემანი დარბაზში მედპერსონალმა შეიყვანა, მათ დამცავი ეკიპირება ეცვათ. სივრცეს, სადაც პრეზიდენტი მოათავსეს დარბაზისგან გამჭვირვალე მინა ყოფდა.
77 წლის პრეზიდენტი მწეველია, წარსულში კი ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელია. მას დიაბეტი აქვს. ზემანი ეტლით გადაადგილდება. კორონავირუსით ის საავადმყოფოში დაინფიცირდა, სადაც ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა.