კორონავირუსის ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია. – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონის” შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება.
„ახალ მუტაციაში თავმოყრილი მონაცემები იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ, გარკვეულწილად, პრობლემები იქმნება არსებულ იმუნიტეტთან, იქნება ხელოვნური თუ შეძენილი იმუნიტეტი. რეინფიცირების განვითარების ისევ მაღალი რისკი ექნებათ. ეს ახალი ტალღებით, ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია. პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან, ეს „ომიკრონი“ იქნება, „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.