24.11.2024

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო” ან „ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს

არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო” ან „ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება ფიქსირდება.

კობახიძის თქმით, სააკაშვილმა ტყუილი თქვა, რადგან სწორედ 2014 წლიდან შეიცვალა აღნიშნული დინამიკა.

„შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა დიდი ოდენობით. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა, არ ვიცი რა დავარქვა, “პინოქიო” ან “ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img