შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ფოლადის მილების შესყიდვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
„დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა – 2021 წლის 9 დეკემბერი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.