26.11.2024

ნიკა მელია – მეუბნებიან, დაგვიძახე და რატომ დაგვშალე? – მაპატიეთ, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეჟიმის დამარცხების გზა ნაპოვნია და ეს არ არის შტურმი.

“როცა გჯერა რას აკეთებ და იცი, რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს.

დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო? და მაპატიეთ, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით და მოწოდებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ბევრ ჩვენს მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეჟიმის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა ნაპოვნია და ამ გზას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი.” – განაცხადა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img