თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ორ მამაკაცს შარტავას ქუჩაზე სახლი ნაქირავები ჰქონდათ.
როგორც “ვებგაზეთს” თბილისი ენერჯის პრესსამსახურში განუცხადეს, მოქალაქეებს სახლში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული.
კომპანიის ცნობით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
“შემოწმებისას დაგვხვდა ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც ჩვენ მიერ იყო ჩახსნილი, თვითნებურად იყო მიერთებული”,- ამბობენ “თბილისი ენერჯიში”.