NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, შავიზღვისპირა რეგიონის ნატო-სთვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“დიახ, NATO-მ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა შავი ზღვის არეაში, ხმელეთზე, ზღვასა და ცაში. ეს გავაკეთეთ ჩვენი ალაინსის გაძლიერების ფარგლებში, რაც 2014 წელს დაიწყო. ჩვენ ვაგრძელებთ შეფასებასა და ანალიზს ამ მხრივ ჩვენი პოზიციის შემდეგი შესწორებებისთვის.
უნდა გავიგოთ, რომ NATO-ს სამი წევრი შავიზღვისპირეთის ქვეყნები არიან, NATO-ს ორი ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო შავიზღვისპირეთის ქვეყნებია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ რეგიონს NATO-სთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
სწორედ ამავე რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში, ვამჩენვთ რუსეთის ძალების უჩვეულო კონცენტრაციას, აქ ვხედავთ რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინისთვის ძირის გამოთხრას, აგრესიულ ქმედებებს, კიბერ და ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს. ახლა კი აქვს ძალიან საშიში რიტორიკა NATO-ს პარტნიორი სუვრენული დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.” – განაცხადა სტოლტენბერგმა.