25.11.2024

„სტატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

„სტატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს კენჭი უყარეს, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეების კენჭისყრის პროცესი არალეგიტიმურია, რის გამოც მათ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას, სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს „კლანი“ სჩადიოდა მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენას აგრძელებს. ჩვენ დემარშის ნიშნად დავტოვეთ პროცესი, რომელიც არალეგიტიმურია. მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით საკითხი თუ ვინმეს ესმის და ქვეყნის გარეთ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება ჩატარებულიყო და შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით ადამიანების გამწესება სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მას აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არცერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია, როგორ გახდეს სასამართლო უკეთესი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img