საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა 90.4%, ხოლო კერძო სკოლებში 9.6% სწავლობს.
2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 კერძო. წინა სასწავლო
წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.2%) იმერეთში ფიქსირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს.
2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო 2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3% აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, ხოლო საბაზო განათლება 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9 პროცენტით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 62 981 მასწავლებელია დასაქმებული, საიდანაც 87.2% ქალია, ხოლო 12.8% კაცი.