22.11.2024

ლაშა ხუციშვილი – მომავალი წლიდან, საჯარო და კერძო სექტორში ხელფასი ერთნაირად გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს დაამტკიცებენ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვით საჯარო მოხელეს ყოველწლიურად ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირთათვის.

„მომდევნო წელს ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირთათვის, რაც საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს. დიდი იმედი მაქვს, დოკუმენტს უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მომდევნო წლიდან ახალი საბიუჯეტო პარამეტრებით დავიწყებთ მუშაობას. მანამდე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები პრაქტიკულად 2017 წლიდან გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის ხელფასი. საჯარო სექტორში 2017 წლიდან საჯარო სეტორში ხელფასები ზრდა პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img