23.11.2024

ამირან გამყრელიძე – ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა – “ბუსტერი” საჭიროა

განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს „ბუსტერს“ ენიჭება, როცა ახალი შტამი, ე. წ . ომიკორონი გახდა , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ახალი შტამი “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და გადადების რისკიც მეტად მაღალი აქვს, ვიდრე სხვა შტამებს. ასევე, მისი თქმით, „ფაიზერის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ „ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით „ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვს მანეიტრალიზებელი თვისებები „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით.

,,ძალიან ბევრი კვლევით დადგინდა ის, რომ დაავადების ინფექციის გადატანა 5-6 თვე გრძელდება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მეტიც იყოს და აცრის შემდგომი პერიოდიც, ამიტომ „ბუსტერი“ გახდა აუცილებელი. სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ხდება აუცილებელი. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ „ბუსტერი“. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე „ბუსტერია“ გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში და თანდათან უფრო მეტი მომართვაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა „ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი გახდა ე. წ ომიკრონი, რომელიც გაჩნდა აფრიკის ქვეყნებში. ვიცით ის, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ მეტი აგრესიულობა არა აქვს. უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება არ არის.

გუშინ გამოქვეყნდა „ფაიზერის“ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა „ომიკრონის“ შტამთან “ფაიზერის” ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს „ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით „ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ამ „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით და დაადასტურა – დიახ , უნდა გაკეთდეს „ბუსტერი“. ჩვენ საქართველოში ძირითადად ვიყენებთ „სინოფარმის“ და „ფაიზერის“ „ბუსტერს“ , უფრო მეტია გაკეთებული „ფაიზერი“ და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქით, “ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img