24.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.18%, ბოლო 14 დღის – 7.8%, ხოლო ბოლო 7 დღის – 7.45%.

ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან თბილისში 775 გამოვლინდა, აჭარაში – 97, იმერეთში – 216, ქვემო ქართლში – 71, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 65, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 747, საიდანაც 6 138 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 183 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 33 426 – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 515, მათგან 327 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 890 813 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 837 263 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 777.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 21264 ტესტი ჩატარდა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img