„ლელოს” დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება. „ლელო“, რომელიც პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, სამ-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, კვლავ ფრაქციად ფორმირდება.
ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.