25.11.2024

გიორგი მარგველაშვილი – სამი პრეზიდენტის შეხვედრა იქნებოდა გზავნილი, რომ შეგვიძლია დავხსდეთ ერთ მაგიდასთან

3 პრეზიდენტის შეხვედრა გაუგზავნიდა გზავნილს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ ქართველებს შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა.

მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება “ინკლუზიური პროცესისა და ეროვნული მასშტაბით საუბრის წამოწყებაზე” შინაარსობრივია და მიმართულია როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებისკენ. 

“3 პრეზიდენტის შეხვედრა გაუგზავნიდა გზავნილს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ ქართველებს შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსებს მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. 

ასევე, ეს აწევდა ამ პროცესის პოლიტიკურ სტატუსს და კარგად დასაწყისს შექმნიდა იმისთვის, რომ ასეთი მაგიდის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს, რომ პროცესი იყო ჩართულობითი”. – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img