24.11.2024

არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია

ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის.

“რადიკალური ოპოზიციის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გააქტიურდა, არის სიცრუე, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ: ოპოზიციურ პარტიებს გავუზარდეთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ აქვთ სრული წვდომა მედიაზე, კანონით მინიჭებული უფლება, რომ აკრიტიკონ სახელისუფლებო გუნდი და ამისთვის არანაირი ძალადობა და დევნა არ შეხვედრია არავის, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. გარდა ამისა, პარლამენტში არის 8 ოპოზიციური პარტია, რაც არასდროს ყოფილა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ამით შეგიძლიათ დაასკვნათ, ოპოზიცია დღეს იდევნება თუ მათ აქვთ დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის,”- განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img