ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 493, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 207, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი – 137, მცხეთა-მთიანეთი – 81, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.