“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადდება იმის შესახებ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, არასწორი და არასამართლიანია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა და იღებს, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია
“მემგონი ეს არ არის სწორი შეფასება. იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ აქვს ალტერნატივა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკოს თავჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად ადმინისტრაციამ, რაც არის ცესკოს თავჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია ეს შეფასება არ შემიძლია შევაფასო, როგორც საამრთლიანი.” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ს საელჩო პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ცვლილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო.