კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გავრცელების გამო, ლონდონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლონდონის მერმა სადიკ ხანმა განაცხადა, რომ ლონდონში “ომიკრონი” უკვე დომინანტური ვარიანტია და ავადობის მკვეთრი მატების გამო საავადმყოფოები შესაძლოა მალე გადაიტვირთოს და სწორედ, ამიტომ მიიღო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება.
„მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციით, გამომეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა “ომიკრონის” გავრცელების გამო“ – აღნიშნა ლონდონის მერმა.
გასული კვირის განმავლობაში, ბრიტანეთის დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა თითქმის მესამედით გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ლონდონში დაფიქსირდა კორონავირუსის 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.