25.11.2024

განათლების სამინისტრო – სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია

ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა, – ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მასშტაბით, თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც. ბოლო კვირის განმავლობაში, დისტანციურ სწავლებაზე იყო 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი.

ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img