დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 37.6% სრულადაა აცრილი.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, ამ დროისთვის, სრულად აცრილია 1 078 455 ადამიანი. სულ მცირე 1 დოზით კი 1 254 991 ადამიანი აიცრა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.7%-ს შეადგენს.
ბუსტერ დოზა კი 46 562 ადამიანს აქვს გაკეთებული.
18 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 2 380 972 აცრაა ჩატარებული. აცრა ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 081 ადამიანი აიცრა.