15 წლის ქართველმა მომღერალმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ჩატარებულ „ნიჭიერში“ გაიმარჯვა.
„უბედნიერესი ვარ!!! კონექტიკუტის „ნიჭიერში“ გავიმარჯვე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება!. უბედნიერესი ვარ, რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ, ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!!!“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.