ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილის თქმით, ერთ-ერთის მდგომაროება მძიმეა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება 19 დეკემბერს მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.