22.11.2024

ელისაშვილი – არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, Чашка-Ложка – ასე Чашка-Ложка-სავით არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, Чашка-Ложка – ასე Чашка-Ложка-სავით არიან “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – ცხრა წელია ერთმანეთს ლანძღავენ და თავს მშვენივრად გრძნობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, ის ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არ მოხდება, რადგან არც “ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა.

„შარლ მიშელის შეთანხმების არ იყოს, ამ შეთანხმებამდე მისვლა არც “ქართულ ოცნებას“ და არც “ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდოდა. ერთმა შეთანხმებას ხელი მთელი ოთხი თვე არ მოაწერა, ხოლო მეორემ ხელი მოაწერა, მაგრამ იდაყვზე იკბენდა და როგორც კი მომენტი ჩაუვარდა, საკუთარი ხელმოწერა გააუქმა. ასეა ამ შემთხვევაშიც – “ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ პირობებს აყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთს ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლა არ უნდა. უბრალოდ, შარზე არიან და საბაბს ეძებენ, რომ როგორღაც ამ პროცესს შარი მოსდონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img