22.11.2024

ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ოჯახის წევრები დაკარგულს ისევ ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას.

შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს რამაზ გერლიანის ოფისსა და მანქანაში. 

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე დაწერა, აღარ იძებნება. ფეისბუქპოსტში გერლიანი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა. 

“გაფარჩაკებული,  პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა. ამ  ნაგავმა “პოლიციელმა” ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით  მოახერხა, ჩემს  კერძო საკუთებაში, ჩემს  სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა…

14  ნოემბერს შეიარარებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო,  მომაყენე შეურაცყოფა… განადგურებული ვარ!”, – წერდა ის “ფეისბუქზე”, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა.

გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს. ასევე, მან გამოაქვეყნა ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლის შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას მის შესახებ, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე  სხვადასხვა საშუალებით.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img