23.11.2024

საქართველოში “ომიკრონის” შტამი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონის” ორი შემთხვევა დადასტურდა. “ომიკრონის” შტამი დაუდასტურდა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

“დაახლოებით 10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, რამდენიმე შემთხვევაში დადგინდა სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა +. ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ ომიკრონის” არსებობა.

რამდენჯერმე იქნა ეს გადამოწმებული როგორც სეკვენირებით ისე სპეფიციური PCR ტესტებით, რომელიც ჩვენ შაბათს მივიღეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან, რომელიც აღმოაჩენს სფეციფიურად უკვე PCR-ით და არა სეკვენირებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტით.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, “ომიკრონის” ორივე შემთხვევა დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეებს. ამათგან ერთ-ერთს აქვს მოგზაურობის ისტორია აშშ-ში, მეორეს კი – დუბაიში. ორივე იყო აცრილი.

გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი იზოლირებულია. ასევე, მათი დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი და იკვლევენ მათ 26 კონტაქტს

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img