25.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 3282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 282 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 53 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 913 738-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა – 272, იმერეთი – 532, ქვემო ქართლი – 121, შიდა ქართლი – 256, გურია – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი – 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img