28.11.2024

გურამ მაჭარაშვილი – ალბათ, სააკაშვილს ჰგონია, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, აქციაზე მომხრეების რიცხვი გაათმაგდება, თუმცა, ის ილუზიაშია

ალბათ, სააკაშვილს წარმოდგენა აქვს, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, აქციაზე მისი მომხრეების რიცხვი გაათმაგდება, თუმცა, ის ილუზიაშია, როგორც იყო ილუზიაში საქართველოში უკანონო შემოსვლისას, რომ მილიონი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ამ ხელისუფლებას დაამთავრებდა – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაჭარაშვილი ენმ-ის დღევანდელი აქციის მოთხოვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ქუჩაში აქციის გამართვით არ ხორციელდება და ამისთვის პარლამენტში უნდა იმუშაონ.

“დღევანდელ აქციას რაც შეეხება, თავის მასშტაბებით ეს აქცია კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ყველას – პოლიტიკურ სპექტრსაც, საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველოში საზოგადოებას არ სურს რადიკალიზაცია, თუ შეცვლა უნდა ხელისუფლების, ამას საზოგადოება გადაწყვეტს 2024 წელს. სააკაშვილს უყვარს სიმბოლოები და თავის დაბადების დღეს დაამთხვია ეს აქცია. ალბათ, წარმოდგენა აქვს, რომ რადგან მისი დაბადების დღეა, იქ მომხრეების რიცხვი გაათმაგდება. თუმცა, ის ილუზიაშია, როგორც იყო ილუზიაში საქართველოში უკანონო შემოსვლისას, რომ მილიონი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ამ ხელისუფლებას დაამთავრებდა. ასეთივე ილუზიაში დარჩა ამის შემდგომაც.

აქციის მოთხოვნები გამოგონილია, რომ აქციას რაიმე მიზანი ჰქონდეს. არავინ დედამიწის ზურგზე სააკაშვილის გათავისუფლებას არ ითხოვს და მართლმსაჯულების რეფორმა აქციებით არც ერთ ქვეყანაში არ ხორციელდება, უნდა მოვიდნენ პარლამენტში და აქ იმუშაონ. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის, არის „ნაციონალურ მოძრაობაში.” ოპოზიციაში იყო და როგორც ვხედავთ, არც ოპოზიციაში აღარ არის, ამ აქციასაც გაემიჯნენ, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირება ნიშნავს მარცხს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img