23.11.2024

ნინო ლომჯარია – შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყებას ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მიესალმება. მისი თქმით, სასურველია, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით შეუქმნას.

„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img