22.11.2024

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ CNN იუწყება.

Paxlovid– ი კორონავირუსის სამკურნალო პირველი ავტორიზებული ტაბლეტია, რომელსაც ინფიცირებული მანამდე მიიღებს, სანამ ისეთ მდგომარეობამდე მივა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდეს. 12 წელს ზემოთ რისკ ჯგუფებში შემავალი ინფიცირებულები, რომლებიც მინიმუმ 40 კგ-ს იწონიან, აბების მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ.

როგორც FDA-ს განცხადებაში წერია, აბების მიღება რეკომენდებულია კორონავირუსის დიაგნოზის დასმიდან მაქსიმალურად მალე და სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში.

გასულ კვირაში Pfizer-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, Paxlovid-ით მკურნალობა 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img