კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 437 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 767 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 291, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 142, გურია – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.