23.11.2024

ბიზნესი მომდევნო თვეებში ფასების ზრდას კვლავ ელის

ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 17.2%-ით იყო გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს პროდუქციის წარმოების ხარჯები გაეზარდა. ხარჯები მზარდია კვების პროდუქტების მიმართულებითაც, ამ სექტორში ინდექსი 16.2%-ითაა გაზრდილი.

ამ მაჩვენებლების ფონზე, ბიზნესი მომდევნო თვეებში სამომხმარებლო პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებას ელის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხული კომპანიების 32% მომდევნო წლის დასაწყისში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდება, მათ შორის მსგავსი მოლოდინი აქვთ ვაჭრობის სექტორის კომპანიებსაც.

როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის მოლოდინს აჩენს რიგი ქვეყნების მიერ, მათ შორის რუსეთის მხრიდან, სასურსათო პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების ცვლილებაც.

„საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულსა და სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები კვლავ მაღალია, ასევე კვლავ გაძვირებული რჩება ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი ჯამში კი ცხადია ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებზეც აისახება. გარდა ამისა, ქვეყნების ნაწილმა ხორბალსა და მზესუმზირის ზეთზე მცურავი ბაჟი დააწესა, რაც საბოლოოდ ამ პროდუქტების ფასებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ.  

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება და ნოემბერში ფასების წლიური ზრდის ტემპმა 12.5%-ს მიაღწია. ეროვნული ბანკი ელის, რომ 2022 წელს საშუალო ინფლაცია 7.2%-ის ფარგლეbში იქნება, ფასების ზრდის ტემპი მომავალი წლის გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო წლის ბოლოს სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img