24.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 1976 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1976 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3076 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.64%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა – 145, იმერეთი – 246, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 117, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

გუშინ საქართველოში 43 029 ტესტი ჩატარდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img