გლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, აფეთქება ღიად დატოვებული გაზქურის გამო მოხდა.
“ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.